თეგი: არჩილ ტატუნაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის, არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას

არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.  დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. „ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,”- აღნიშნულია განცხადებაში. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს. ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებენ. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ასევე წაიკითხეთ  დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა  

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.  არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-2011 წლებში მსახურობდა.  

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს. „გმირ სამხედროს სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა. უწყებამ სკვერის გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.  არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.   

ახალგორელმა აქტივისტმა ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად დანიშვნის“ გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, შიმშილობა დაიწყო, რითაც დავით გურწიევის დროებით ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურორად დანიშვნას აპროტესტებს. „ჩემი მომართვის თემა არის დავით გურწიევის დანიშვნა ახალგორის რაიონის პროკურორად. მინდა გესაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს ადამიანი არ არის ღირსი, მსგავსი საპასუხისმგებლო პოსტი ეკავოს. უკვე ერთი კვირაა, რაც წერილობით მიმართვებსაც ვწერ ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ამიტომ, მე გადავწყვიტე, გამოვაცხადო შიმშილობა და ვიშიმშილებ იქამდე, სანამ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორი" პასუხს არ გამცემს, რატომ და რა დამსახურებებისთვის ნიშნავს "პროკურორად" დავით გურწიევს, რომელიც უკვე 15 წელია, რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობას ატერორებს," - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.  2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.   

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი სამ პირთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ცხედარი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ორ თვეში გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. 2020 წლის დეკემბერში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით  საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.  2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.   

ირაკლი კობახიძე: დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

„დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან,“ -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.  ირაკლი კობახიძის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სახელი „ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.“   „ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი,” -  აღნიშნულია განცხადებაში. დღესვე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა